ტაივანურმა კომპანიამ “Winstream” ინოვაციური ტექნოლოგია წარმოადგინა, რომელიც მობილურ მოწყობილობებს შორის ელემენტის ორმხრივ უსადენო დატვირთვას უზრუნველყოფს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მობილური მოწყობილობები ერთმანეთს ენერგიას უზიარებენ.
მოწყობილობა დაახლოებით კონტაქტური ლინზის ზომისაა, რაც სმარტფონებში მის ჩამონტაჟებას აადვილებს. ენერგიის გადამცემი ჩიპის ღირებულება 4 დოლარს შეადგენს.
ტაივანური კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, კევინ ლიმ აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდია დონორი-ელემენტის ზომა, მით უფრო ეფექტურად ხორციელდება ენერგიის გადაცემა. ასე მაგალითად, მობილური ნოუთბუქთან ახლოს განთავსების გზით უფრო სწრაფად იტვირთება, ვიდრე, სხვა, შედარებით მცირე, მოწყობილობებთან დაკავშირების შედეგად.
“Winstream“ მობილურის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიის დანერგვას საკუთარ პროდუქციაში გეგმავენ.
ავტორი