საღამო მშვიდობისა, კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის…
ბოლო დღეების კლიმატი საბოლოოდ შეეგუა შემოდგომის კლიმატურ სტანდარტებს სეზონის პირველი სიცივეებით, რომლებმაც ახლა მთელი ქვეყანა მოიცვა.
თუმცა ეს ასე აღარ გაგრძელდება, მომდევნო რამდენიმე დღის ლაიტმოტივი ნამდვილად აღარ იქნება სიცივე და წვიმა.
მაშ ასე დავიწყოთ – ხვალიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, მზიანი დილა გაგვითენდება და კვირის შუა დღეებში დღის ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს, პერიოდულად კვლავ თბილი ფიონი იქროლებს, ამინდი იქნება ბედნიერების მომტანი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს – ხვალიდან ქარი ჩადგება და ამინდი გაუმჯობესდება, თუმცა დასავლეთისგან განსხვავებით დიდებული (თბილი და კაშკაშა) ამინდი აღმოსავლეთში მომდენო კვირაში არ იქნება…. (მაინც შეგიძლიათ იყოთ ღიმილიანი)
მომდენო კვირის მოსალოდნელი პროგნოზი უნდა გამართლდეს 100%-ით, ცვლილებების განსაკუთრებული ნიშნები არც საშუალო და არც გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეიმჩნევა.
გისურვებთ საოცარ, ზღაპრულ დღეებს…
მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე, _ წერია მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ფეისბუქგვერდზე.