საქართველოში გრძელდება ორი განსხვავებული ამინდის პირობები, წინა საგაზაფხულო ამინდი დასავლეთში და ზამთარი აღმოსავლეთში.
მომდევნო კვირა ჩვენს ქვეყანაში იქნება –
დასავლეთ საქართველოში – მზიანი და თბილი ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში – ცივი ამინდი და ზოგან მცირე თოვლი, ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი.
აქვე გაითვალისწინეთ ის, რომ აღმოსავლეთში ყინვის გამო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული, ამიტომაც იმგზავრეთ ფრთხილად, დასავლეთში კი – ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, გურიის მთიან სოფლებში და სამეგრელოს სანაპირო ზოლში იქროლებს აღმოსავლეთს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში.
გისურვებთ მშვიდ და სასიამოვნო დღეებს. წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.