რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მე-15 დღეს პროტესტს 20-მდე მომღერალი და ჯგუფი უერთდება.
მუსიკოსები აქცია-კონცერტს პარლამენტის შენობის წინ აქცია “სირცხვილიას“ ფარგლებში გამართავენ.
უცვლელია შეკრების დრო, ადგილი და მოთხოვნა – გადადგეს გიორგი გახარია. აქციის ორგანიზატორები შაბათს მშვიდობიან მარშს შუშის სასახლის მიმართულებით აანონსებენ. გრძელდება შიმშილობაც.