უკანონო თევზჭერის ფაქტი ჟინვალის წყალსაცავაზე.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის წყალსაცავზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან 120 მეტრი სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. მათ მოპოვებული ჰქონდათ 15 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გასაბერი ნავი, თევზჭერის უკანონო საშუალება და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.