მოქალაქემ უხარისხოდ დაგებული ასფალტი მერიაში მიიტანა. როგორც ajaratimes იუწყება, შემთხვევა ბათუმში მოხდა.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩა N74-ში მერიამ ეზო ორჯერ მოასფალტა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მათი თქმით, ასფალტი სამუშაოების დასრულებიდან მალევე დაზიანდა.
უწყებაში საკითხზე კომენტარი არ გაკეთდა.
ვრცლად: ajaratimes