პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
“2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც. გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველები. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე არიან ღია ცის ქვეშ. ამ დროს, იმატებს შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტებიც.
საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა–გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული და ტრადიციულად გამოჩნდა დახლებზე არაერთი პიროტექნიკული მოწყობილობა. მიუხედავად დაპირებისა, ხელისუფლებას კვლავ არ განუხორციელებია ქმედითი ნაბიჯი პრობლემის აღმოსაფხვრელად.
აღსანიშნავია, 2023 წლის 28 მარტს საქართველოს პარლამენტში ინიცირებლ იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პიროტექნიკის ყიდვა–გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცეოდა. თუმცა, პროექტი ჯერაც არ არის განხილული პარლამენტის მიერ.
ვინაიდან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის მოხმარება და იმატებს შესაძლო ნეგატიური შედეგის რისკები, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტისგან მოვითხოვთ: