ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის ნორფოლკის საგრაფოში ლოკოკინების რბოლაში ჩატარდა მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი. შესარჩევ ტურნირში გამოვლენილი 200 მონაწილიდან ლოკოკინა “სინდიმ”
გაიმარჯვა, რომელმაც 32 სმ-იანი დისტანცია 3 წუთსა დ 41 წამში დაფარა. რბოლა ტარდება სველ ტილოგადაფარებულ სტანდარტულ მაგიდაზე. გამარჯვებულს მწვანე სალათით სავსე ვერცხლის დიდი ფინჯანი ერგო…
სხვათა შორის ხუთი წლის წინ ამგვარ რბოლაში რეკორდი დაამყარა ლოკოკინა “არჩიმ”. მან 32 სმ ზუსტად 2 წუთში გაიარა.