https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსაგონარი

9:04; 7.04.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია – ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია,რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია,სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ცნობილი თანამემამულე მსახიობი მინდა რომ გავიხსენო. ეს პიროვნებები საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალიზმის გარდა მშობლიური ქვეყნის პატრიოტები და დიდი გულშემატკივრები იყვნენ.

წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ სუფრაზე ვიმყოფებით. თავდაპირველად გიორგი შავგულიძე დავლოცოთ.

ქალბატონი ჟანეტა არჩვაძე იგონებდა:

“სპექტაკლში “ნანა” მარინე თბილელი შევცვალე ნანას როლში. ჟორა შავგულიძე ჩემს მეუღლეს თამაშობდა. ამ სპექტაკლით ერთი თვე გასტროლებზე ვიყავით დასავლეთ საქართველოში. მთელი ამ ხნის განმავლობაში შავგულიძე ჩვენთან ერთად იყო და იცით როგორ გვივლიდა? ვერ წარმოიდგენთ, ისე ზრუნავდა მთელ ჯგუფზე.

საოცარი იუმორი ჰქონდა. ყოველთვის განუმეორებელი სიხალისე და კოლორიტი შეჰქონდა ურთიერთობაში. არაჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი იყო, ვაჟკაცური, განსაკუთრებით პლასტიკითა და მომხიბვლელობით გამორჩეული.

ერთხელ, რეპეტიციის დაწყებამდე, თეატრის ფოიეში ვიდექი. ვხედავ, ჟორა მოდის. მომერიდა, სვეტს ამოვეფარე, რომ არ დავენახე და ისე ვუყურებდი, როგორ მოჰქონდა ტანი. სიარულის საოცარი მანერა ჰქონდა. არა მგონია, დღეს რომელიმე მსახიობს ჰქონდეს მასავით ლამაზი სიარულის მანერა.”

გიორგი შავგულიძე ბრმა შემთხვევამ შეიწირა. იმ საბედისწერო დღის წინ ლეილა აბაშიძე კინოსტუდიაში მისულა და საგრიმიოროში შესულს, დაუნახავს, რომ ოთახის მეორე მხარეს, სარკესთან ჟორა თავჩაღუნული, ჩაფიქრებული მჯდარა.

“ვიფიქრე, ალბათ ნაქეიფარია და სანამ გრიმს გაიკეთებს, ისვენებს-მეთქი, იხსენებდა მოგვიანებით ლეილა აბაშიძე. – არაფერი მითქვამს, დავჯექი და გრიმის გაკეთება დავიწყე. ჟორამ გადმომხედა, უკვე აქ ხარო? – მკითხა და მითხრა: კაცო, წუხელ შალვა დადიანი დამესიზმრა, პლეხანოვზე, რესტორანში დასალევად მეპატიჟებოდა. რა ჩემი ძმაკაცია, ალბათ, დიდხანს ვერ ვიცოცხლებო. რას ამბობთ, ბატონო ჟორა, რა დროს სიკვდილია, როგორ გეკადრებათ-მეთქი, – ვუთხარი.

მეორე დღეს ისევ კინოსტუდიაში ვიყავი, დიდი წივილ-კივილი რომ ატყდა. ამბავი მოიტანეს ჟორას ტროლეიბუსი დაეჯახა პლეხანოვზეო”.

როგორც ჩანს, წინასწარ გრძნობდა, რაღაცას. თითქოს, თავადვე იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული.

გიორგი შავგულიძის შემდეგ იპოლიტე ხვიჩია და დოდო აბაშიძე მოვიგონოთ. ბატონ დოდოზე არაერთი მოგონება გამოქვეყნებულა. ერთი მათგანი მეხსიერებაში განსაკუთრებულად ჩამრჩა.

გუგული მგელაძეს დოდოსთვის ერთხელ უკითხავს – შენ თუ გაულახიხარ ვინმესო. კიო – უთქვამს დოდოს – ერთმა პატარა კაცმა გამლახაო. რატომო – დაინტერესებულა გუგული. მართალი იყო და იმიტომო – უპასუხია მსახიობს.

წინა კვირას ქართულ საზოგადოებაში დიდი ხმაური ატყდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო სიის გამოქვეყნების გამო. ამ ჩამონათვალში მყოფმა რამდენიმე პიროვნებამ ამ აჟიოტაჟის შემდეგ მეცენატისაგან დახმარების მიღებაზე ოფიციალური უარი განაცხადა. თავი იმით იმართლეს, რომ “გვაძლევდა ეს კაცი ფულს და არ აგვეღოო”. ეს სია სააშკარაოზე რომ არ გამოეტანათ, იგივე ადამიანები ფულს ალბათ უწინდებურად ჩუმად აიღებდნენ. ამ ფაქტმა ბატონი იპოლიტე ხვიჩია გამახსენა.

“ფულის სიყვარული სიმახინჯეა. ის უნდა მოიხმარო, სხვანაირად მან დამონება იცის. ფულის შემგროვებელი ადრე ბერდება” – ეს გამონათქვამი იპოლიტეს ეკუთვნის და მეეჭვება, რომ ის, თუნდაც ვახტანგ კიკაბიძეს, წაკითხული ან გაგონილი ჰქონდეს.

მსახიობი დიმა ჯაიანი იხსენებდა:

“იპოლიტე ხვიჩია ცხოვრებაში სულ სხვანაირი იყო. კეთილშობილი და მოწესრიგებული. პირველი ცხადდებოდა გადასაღებ მოედანზე. ჩაიცვამდა, დაჯდებოდა და ჩვენს მოსვლამდე ეძინა. გადაღებებს შორის ძალიან უყვარდა ნარდის თამაში. აზარტული იყო და იგებდა კიდეც. მხოლოდ დოდო აბაშიძესთან მარცხდებოდა. მაშინ უნდა გენახათ, რა ხდებოდა – ნარდის დაფას ამტვრევდა, კამათელს, ღმერთმა იცის, სად ისროდა. იყო საშინელი ღრიალი. დოდოს კი არა, ნარდს და კამათელს ეჩხუბებოდა. ეცინებოდა დოდოს, ჯინაზე არაფერს უთმობდა”.

ალბათ, დრო მოვიდა და ქალბატონი სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისსა უნდა შევსვათ. მსახიობ გურამ ფირცხალავას ამ დიდებულ პიროვნებასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა.

“პირველი როლის შემდეგ სოფიკო ჭიაურელი უკვე დიდი მსახიობი გახდა. ახალგაზრდა გოგონები მას ბაძავდნენ, იცვამდნენ ისე, როგორც ის იცვამდა.

როდესაც პირველად გადასაღებ მოედანზე დავინახე სოფიკო, დავიმორცხვე. შემამჩნია ეს სიმორცხვე. მოვიდა და მკითხა – გურამ, რა მოხდა?! არაფერი-მეთქი, – ვუპასუხე. წვერი კი მქონდა, მაგრამ, ეტყობა, მორიდებისგან ისეთი გაწითლებული მქონდა სახე, წვერმაც ვერ დაფარა. მომექცა აბსოლუტურად უბრალოდ, შინაურულად. სულ რაღაც რამდენიმე წუთში უკვე მეგონა, რომ დიდი ხანია ვიცნობდი, თითქოს ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო.

სოფიკო გადაღებაზე რომ მოვიდოდა, ეს იყო დიდი დღესასწაული. შეუძლებელი იყო მის გვერდით მოწყენა. მერე გიგა ლორთქიფანიძემ გადაგვიღო “დათა თუთაშხიაში”.

ამ სურათში იყო ეპიზოდი, ჩემი გმირი – რაჟა სარჩიმელია გზაზე მგზავრებს რომ ძარცვავს და ტანსაცმელს ხდის. აი, ნანო თავყელიშვილისთვის – სოფიკოსთვის რაჟას უნდა გაეხადა ლამაზი კაბა. შემდეგ უნდა ეთქვა – ვიჭიდავოთ და ვიჭიდავოთ, ქალბატონოო. და აი, დაიწყო გადაღება: ვხსნი კაბის ღილებს, იღებენ პირველ დუბლს – გადაიღეს. სოფიკო მეუბნება – კაცო, შენ ყაჩაღი ხარ თუ ინტელიგენტი, ამ ღილებს როგორ მიხსნი, უნდა შემომაგლიჯო ყველა მათგანიო. უცებ მოვიფიქრე – სოფიკო, იმიტომ გძარცვავ კულტურულად, ეს კაბა კი არ უნდა დავხიო, ჩემს დამქაშებს უნდა გავაყიდვინო. რომ შემოგაგლიჯო, როგორღა გავყიდი-მეთქი.

სიმართლე გითხრათ, ამ სცენის გადაღებისას მერიდებოდა კიდეც. საოცარი პარტნიორი იყო, ნიჭიერი. არაჩვეულებრივი დედა, მეოჯახე, მართლაც ვარსკვლავი და საოცრება”.

ბატონ გურამ ფირცხალავას წერილის დასასრულს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით. მორიგ სადღეგრძელოში გურამ ლორთქიფანიძეს გავიხსენებ.

“მშობლებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. არაფერს ვუმალავდი. თექვსმეტ წლამდე მამაჩემის გვერდით მეძინა. შეიძლება, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასე იყო. მამა ქეიფიდან რომ მოვიდოდა, ხან ჩურჩხელას დამიდებდა ბალიშის ქვეშ, ხან სააღდგომო კვერცხს. ახლა ბავშვებისთვის საოცარ სათამაშოს – მანქანას, დიდ თოჯინას ვყიდულობთ ხოლმე, ის სითბო კი გაუხეშებულია, თითქოს მატერიალურმა მხარემ დაამძიმა. აღარ ვფიქრობთ, რომ საჩუქარსაც პოვნა უნდა. ამას წინათ ერთ-ერთ ქალბატონს ვაჩუქე ჩინური მარაო და ქოლგა. ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ მსუბუქი და ჰაეროვანი საჩუქარი იყო” – ამ სტრიქონების ავტორი ბატონი გურამ ლორთქიფანიძეა.

მის მოგონებებში კიდევ ერთი ადგილი გამოვარჩიე.

“ერთი ჰალსტუხი გვქონდა მთელ კლასს. პაემანზე რომ მივდიოდით, ყველა იმას ვნათხოვრობდით. ადრე უჰალსტუხოდ არ გავდიოდი გარეთ. ახლა აღარ მინდა. ასეთი ცხოვრება მოვიდა – გაღეღილები და გაღლეტილები ვართ. ყოველმხრივ გავღატაკდით, ხომ ხედავთ! გულბაათ ჭავჭავაძე ლხინს ისე ჩაათავებდა, გულისპირს არ შეიხსნიდა. ადრეც ამას ვეტყოდი ჩემს თავს და ახლაც ვეუბნები – რაინდად უნდა დარჩე-მეთქი.

ჩოხა პირველად “პირველ მერცხალში” ჩამაცვეს. ჩოხით მოხრილი ვერ დაჯდები. ჩოხა გაიძულებს, გამართული და მოხდენილი იყო.

“არაჩვეულებრივი გამოფენის” შემდეგ რაღაც შეიცვალა. ქუჩაში რომ გავდიოდი, მცნობდნენ. ცოტა დამღლელია, მაგრამ კარგიც არის. მოგვარდებიან, – ავტოგრაფი მომეცითო. რომელი დე ნირო მე ვარ?! დავუწერ და სიცილით მიდიან. ზოგი მეტყვის – შენ რა გიჭირს, მსახიობები მილიონერები ხართო. მეცინება… აბა, რა იქნება”.

სამწუხაროდ, დროება შეიცვალა და ის ფასეულობები რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ ფასობდა, ამჟამად სრულიად გაუფასურებულია. არ მინდა ამის მიზეზად პოლიტიკური პროცესები, არაპატრიოტი ხელისუფლება ან ამჟამინდელი ცხოვრება მოვიტანო. დღევანდელი წერილის გმირებს გაგანია კომუნიზმის პირობებში უხდებოდათ მოღვაწეობა. ამის მიუხედავად, ქართველისათვის დამახასიათღებელი ყველა თვისება სრულიად შეინარჩუნეს. ცხოვრება მათთვისაც მძიმე გახლდათ და მთავრობა არც მაშინ ვარგოდა. ალბათ დევალვაციის უმთავრესი მიზეზი ხალხის ფსიქოლოგიაში ახალი ფასეულობების დანერგვაში უნდა ვეძიოთ.

დღევანდელ მოგონებებს კი, ბატონი გურამ ფირცხალავა დაასრულებს:

“დღევანდელი გადასახედიდან რაჟა სარჩიმელიას ნამდვილად გავამართლებდი. რაჟა ასე საჯაროდ, ასე გამეტებით თავში არავის ურტყამდა, თან ხალხმაც იცოდა, რომ აბრაგი იყო და არ იმალებოდა, როგორც ცხვრის ტყავში გახვეული მგელი. რაჟა სარჩიმელია სანატრელი ყაჩაღია ამათთან შედარებით”.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026

დაფიქსირდა პლანეტების უმსხვილესი სისტემა

უმარილო დიეტა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

15:18; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო