ამ წუთებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის მოსახლეობას ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა აქვთ გადაკეტილი. ადგილობრივები გზის ამ მონაკვეთზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას აპროტესტებენ, რომლებიც ოზურგეთიდან ავტობანის მშენებლობისთვის ინერტულ მასალას ეზიდებიან.
ადგილზე, მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მივიდა.