ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხმაში კორონავირუსზე მოსახლეობის მასიური ტესტირება მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის ჩოხატაურში აქტიურია ინფიცირების 43 შემთხვევა, საიდანაც ყველაზე მეტი ზემო ფარცხმაში ფიქსირდება. ჯერჯერობით რაიმე სახის ამკრძალავი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის“,_ გვითხრა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა.
რაც შეეხება ინფიცირების 43 აქტიურ შემთხვევას, პაციენტებიდან 14 კლინიკაში მკურნალობს, 29 კი სახლში.