„მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მზად და გავატაროთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია, რათა მეტ-ნაკლებად შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო“, – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა.
ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.
„ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისა და დასრულების ერთადერთი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში და, მათ შორის, გაიკეთოს ბუსტერ დოზა“, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
წყარო: იმედინიუსი