მართალია თოვლის ფანტელები ბოლოს გზას უთმობენ ყვავილებს, მაგრამ ჯერ კიდევ თებერვალია – საქართველოში ზამთარი თავისი ბოლო სიტყვისთვის ემზადება და ეს შეიძლება იყოს ნამდვილი ზამთრისეული ბრძოლა.
26 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით დაიწყება გაავდრება, ხოლო, 27 თებერვლიდან მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აცივება.
• დაბლობში და ბარში ნალექი ძირითადად წვიმის სახით მოვა, ქარისა და სუსხიანი სიცივის ფონზე.
• მთასა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი.
• ზამთრის კურორტებზე არსებული დაბალი თოვლის საფარი უხვად შეივსება ახალი, მყარი თოვლით, რაც სათხილამურო სეზონს გააძლიერებს.
სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული ისეთი არასასურველი პირობების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა – მეწყერი, ელჭექი, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება, ძლიერი ქარი ნალექების დროს და ხილვადობის შემცირება ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზემოთ ძლიერი თოვლის გამო..
ცივი სეზონი უკანასკნელ, ძლიერ შეტევას ამზადებს… არ შეინახოთ თბილი ტანისამოსი – ზამთარი ჯერ კიდევ აქ არის!
და გახსოვდეთ: ყოველი ქარბუქის შემდეგ ისევ მზიანი დღეები მოდის – გაზაფხული უკვე გზაშია.
დეტალებსა და განახლებულ პროგნოზს მომდევნო დღეებში მოგაწვდით. _ წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.






























































