გურიაში გათოვდა. თოვა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ნაწილში ღამის საათებში, ზოგან კი ამ დილას დაიწყო.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, რეგიონში თოვა დღესაც შენარჩუნდება, ხვალიდან კი გამოიდარებს, მაგრამ ამასთანავე ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და ყინვებია მოსალოდნელი.
“დღეს შენარჩუნდება თოვა, ხვალ გამოიდარებს. მაგრამ ღამის საათებში დაბლობ რაიონებში დაფიქსირდება ყინვა -3, -4 გრადუსი, ხოლო მთაში და მაღალ მთაში გაცილებით მეტი. მთაში, ღამის საათებში მოსალოდნელია -3, -5 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში, ბახმაროში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლებელია -15 გრადუსამდეც დაეცეს ჰაერის ტემპერატურა. 14 იანვარს, დღის საათებში, დაბლობ რაიონებში +3, +4 გრადუსი დაფიქსირდება. ყინვაა მოსალოდნელი 15 იანვრის ღამესაც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე მოიმატებს, მაგრამ ღამით ყინვა გაძლიერდება და დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია -4, -6 გრადუსი, მთაში და მაღალ მთაში უფრო მეტი.
16 იანვრიდან კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს”,_ ამბობს გვაზავა.