გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს, – ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.