მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.
გუშინ, 7 მაისს მზია ამაღლობელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ. სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედიასაშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.
წყარო: ბათუმელები





























































