UKRAYINSKA PRAVDA-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურები ჩართულნი იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მომზადებასა და განხორციელებაში.
“სირცხვილია იმის დანახვა, რომ „რუსულმა სამყარომ“ საეკლესიო ინსტიტუტები თავისი აგრესიის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქცია.
მოსკოვის საპატრიარქო, რომელსაც ხელმძღვანელობს კირილ გუნდიაევი [რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი], მონურად ემორჩილება კრემლის ტირანიას და მისი იარაღია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურები. ეს არა მხოლოდ ჩვენ მიერ ჩანს, არამედ აღიარებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომ სისტემატიურად იყო ჩართული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მომზადებასა და განხორციელებაში“,_ განაცხადა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ კრემლმა უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის რელიგიური ცენტრების დაქვემდებარებაშია თავის გავლენის ცენტრებად აქცია, საიდანაც რუსეთის ფედერაციის მართლმადიდებელი, მუსლიმი, პროტესტანტი და სხვა რელიგიური ლიდერები ეხმარებიან აგრესორს და ამართლებენ მის დანაშაულს. ამის გამოსწორება კი საკანონმდებლო აკრძალვას შეუძლია.
„უკრაინას უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი რუსული ჰიბრიდული აგრესიისგან სულიერ სფეროში, ისევე, როგორც იცავს თავს ბრძოლის ველზე“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.