https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის სოფელი აიბღას ნაწილი საკადასტრო რუკაზე თავის ტერიტორიად გააფორმა

18:11; 19.06.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილი საკადასტრო რუკაზე მოსკოვმა თავის ტერიტორიად გაიფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია დემოკრატიის კვლების ინსტიტუტმა (DRI) 18 ივნისს გაავრცელა, რომელსაც  დღეს, 19 ივნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.

უწყების  პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რუსეთის მიერ აფხაზეთის სოფელ აიბღას ანექსიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, წერს, რომ აღნიშნული ქმედება ოფიციალური მოსკოვის მორიგი უკანონო ნაბიჯია.

საგარეო სამინისტროში აცხადებენ,  რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელყოფა უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

“მოსკოვის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფელ აიბღას ნაწილის თავის ტერიტორიად გაფორმება რუსეთის საკადასტრო რუკაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს.

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებით, გაეროს წესდებითა და ჰელსინკის დასკვნითი აქტით. საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელყოფა რუსეთის მიერ კი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ისევე, როგორც მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, დემოკრატიის კვლების ინსტიტუტმა გუშინ გაავრცელა განცხადადება, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა.

ასევე განცხადებაში წერია, რომ DRI- ის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რომლითაც  შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა.

რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა. ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად.[1] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა.

DRI-ის ინფორმაციით, აიბღას ანექსირების სურვილი რუსეთმა პირველად 2001 წელს, იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან გააჟღერა. რადგან იმ დროს რუსეთს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა და ამ თემის განხილვა ქართულ მხარესთან მოუწევდათ, საკითხი დროებით შეჩერდა. სიტუაცია რადიკალურად 2008 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი აღიარა და აფხაზეთთან „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაცია და დემარკაცია მოითხოვა. საინფორმაციო ნიადაგის მომზადება 2010 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. რუსულმა მხარემ გააქტიურა სამეცნიერო სტატიების, მონოგრაფიების გამოცემა, კონფერენციების ჩატარება სოხუმში, სადაც „კვლევებით“ ამტკიცებდნენ, რომ სოფელი აიბღა კრასნოდარის ოლქის ნაწილი იყო. ამის საპასუხოდ და შესაძლო ანექსიის პრევენციისთვის, 2010 წლის 21 მაისს დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო  კანონი „აფხაზეთის  რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების შესახებ“, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის  გადის სსრკ-ში აღიარებული საზღვრების პერიმეტრზე.“ ამით სოფელი აიბღა რჩებოდა აფხაზეთის შემადგენლობაში. 2010 წელს აფხაზებმა რუსეთის შეთავაზებაზე, სოფელი დაეთმოთ, კატეგორიული უარი თქვეს, თუმცა რუსეთმა პროცესი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს განაახლა. აფხაზეთს შესთავაზეს შეჯიბრებების ნაწილის აიბღაში ჩატარება, სპორტულ ღონისძიებებში სოფლის ჩართვა, თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს შეთავაზება უარყო.

ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებით მოახერხა.[3] 2021 წლის მაისში გამგებლის დანიშვნა აღნიშნულის მაუწყებელია. სოფლის ანექსიას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველი ფაქტორი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და სოფელში ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რასაც აფხაზეთი, საკუთარი მწირი და რუსეთზე დამოკიდებული ბიუჯეტით ვერ აღმოფხვრიდა. 2019 წლისთვის სოფელში აღარ ფუნქციონირებდა ორი არსებული სკოლიდან არც ერთი, არ იყო სამედიცინო პუნქტი, გაჩნდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ზვავების ჩამოწოლის შედეგად გზები ისე გაფუჭდა, რომ  დაბლობზე ჩამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მეორე, აიბღაში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსია. ეს გარემოება, რუსეთის ფედერაციამ ამჯერადაც წარმატებით გამოიყენა სოფლის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიისთვის.

2020 წლის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის გამგებელს მიმართა და ადგილზე არსებული გაუსაძლისი პირობების შეცვლაში „დახმარება სთხოვა“. აფხაზები ვარაუდობენ, რომ ეს მიმართვა რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ორგანიზებული იყო. „ხალხის მიმართვას“ რუსეთის მხრიდან მყისიერი  ქმედებებიც მოჰყვა, ისე, რომ აფხაზებისთვის ნებართვა არავის უკითხავს. რუსებმა სოფელს ელექტროენერგიის და სატრანსპორტო ლოჯისტიკის პრობლემა მოუგვარეს, ზაფხულში სოჭის მერიის დაფინანსებით გაიყვანეს ახალი გზა, ააშენეს ახალი ხიდი და სოფელი მდინარე ფსოუსთან პირდაპირ დააკავშირეს, თუმცა ამ გზით ჩამოსულები ფსოუს რუსულ და არა აფხაზურ მხარეს ხვდებიან.[4] აიბღაში აქტიურად დაიწყეს ექიმების ბრიგადების და ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნა, ასევე, სოფელში მცხოვრები მამაკაცების დასაქმება ადლერსა და სოჭში.

2020 წლის აგვისტოში ზემოაღნიშნული პროცესების საპასუხოდ, აფხაზურმა მხარემ მდინარე ფსოუსთან ახლად აშენებულ, დამაკავშირებელ გადასასვლელ ხიდზე სასაზღვრო პუნქტი გახსნა. სასაზღვრო პუნქტის გახსნას სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოხუმიდან მოსალაპარაკებლად ჩასულ დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციას იქაურმა მოსახლეობამ პირდაპირ განუცხადა, რომ მათ სურთ სოფელი აიბგა რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. 2020 წლის 13 ნოემბერს, პუტინთან შეხვედრის დროს, ეს საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ დღის წესრიგში დააყენა. მაშინ პუტინმა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის პირობა დადო.

სოხუმის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დე ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ასტამურ ლოგუამ 2021 წლის 19 მაისს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან საკითხის მოსაგვარებლად მუშაობენ. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადებებს მიღმა, აფხაზები თვლიან, რომ აიბღა დაკარგულია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად რუსები და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გალში იმყოფებიან, არაფორმალურ საუბრებში ხაზს უსვამენ, რომ მათი ინტერესი უფრო დიდია[5] – სურთ სრულად შეიერთონ აიბღას პლატო, რომელიც მდინარე ფსოუს სათავიდან რიწის ტბამდე და ავადჰარამდე ტერიტორიას მოიცავს. საუბარია გაგრის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 20 პროცენტზე. როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიის მიმართ რუსული მხარის მძაფრ ინტერესს, სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების გარდა, ამ პერიმეტრზე სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების არსებობაც განაპირობებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ნაწილის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ კი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5 მარტი, 2026

ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი: რუსეთი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა

ალექსანდრე ლუკაშენკო -   უკრაინიდან თვითმფრინავებს არ მივიღებთ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო