მოსკოვში რუსული რადიოს ჟურნალისტი დანით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
„ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის თქმით, ჟურნალისტს, ტატიანა ფელგენგაუერს, თავს კრემლის კრიტიკის გამო დაესხნენ და ყელის არეში დაჭრეს.
მისივე თქმით, ჟურნალისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება თავდამსხმელს, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც მოგვიანებით რუსულ მედიაში განაცხადეს, რადიოსადგურის შენობას თავს 2 პირი დაესხა, რომელთაგან 1-მა შენობაში შეღწევა შეძლო.
რადიოს თანამშრომელმა, ვიტალი რუვინსკიმ „ტვიტერზე“ გაავრცელა ფოტო, სადაც შავებში ჩაცმული კაცი სკამზე ზის.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემაშფოთებელი მაჩვენებელი აქვს.
როგორც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი იუწყება, 1952 წლის შემდეგ 58 ჟურნალისტია მოკლული.
მათივე ცნობით, ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები არ არის გამოძიებული.
წელს „ეხო მოსკვის“ წამყვანმა, იულია ლატინიამ დატოვა მოსკოვი, მის სახლზე და ავტომობილზე განხორციელებული არაერთი თავდასხმის გამო.