98 წლის კონეკტიკუტელ ჯეიმს ჰენრის წერა-კითხვა 90 წლის ასაკში მოხალისე მასწავლებელმა ასწავლა.
ჰენრის თქმით, აქამდე სწავლა იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მუშაობდა და დრო არ ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც წერა-კითხვა ისწავლა, დაწერა წიგნი – “მეთევზეების ენაზე”. წიგნი ავტობიოგრაფიულია.
“თითქოს თავიდან დავიბადე. ყოველთვის მინდოდა, მესწავლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია”, – ამბობს ჯეიმსი.