თავისუფლების მეტროსთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, _ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმები აცხადებენ, სადაც დაჭრილი მოზარდი გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მოზარდს ჰემორაგიული შოკი აქვს და სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლების პროცედურა მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე ძალოვნები მუშაობენ.