სკოლის დამამთავრებელ კლასებში მყოფი მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებზე განათლების მინისტრმა “კურიერი პიესში” ისაუბრა.
გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლის ატესტატთან ერთად, მოსწავლეები პროფესიული განათლების მიღების შესაბამის დოკუმენტსაც მიიღებენ.
“ჩვენ, პრაქტიკულად, გვინდა, პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად გავხადოთ ზოგადი განათლებაში, მაღალ კლასებში, ბუნებრივია, ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით, ვინაიდან ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების დროს უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით,” – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
წყარო: რუსთავი2