მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. მას ბრალი მკვლელობაში ედება.
გავრცელებული ცნობით, მან თოფი და რევოლვერი მამამისისგან აიღო, ვისაც იარაღის ფლობის კანონიერი უფლება აქვს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ტეხასში, სანტა ფეს უმაღლეს სკოლაში მოხდა.