1999 წლის 10 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში კარლო საკანდელიძის შემოქმედებით საღამოზე წამყვანი, კოტე მახარაძე იგონებდა:
„ერთხელ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა „მოტრაბახეთა კლუბი“, სადაც გაერთიანებული ვიყავით ერთმანეთზე უარესი მატყუარები.
ერთხელ კამათისას ვიღაცას წამოსცდენია, რომ დიდი ლოქო დაიჭირა, სოსო ლაღიძეს კი უთქვამს, ერთხელ იმხელა ლოქო დავიჭირეთ, ცხენზე გადავკიდეთ და კუდი ერთ მხარეს ეთრეოდა მიწაზე, თავი მეორე მხარესო.
მაგრამ თურმე კარლო მხოლოდ ჩაიცინებდა და ხმას არ იღებდა. როდესაც მისი რიგი დამდგარა, ისეთი ტყუილი უთქვამს, რომ ბიჭები სიცილით დახოცილან. იგი ამტკიცებდა, ჩემი თვალით ვნახე, მდინარის ნაპირას წყლის დასალევად ჩასული კამეჩი ლოქომ როგორ გადაყლაპაო“.