მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი? – მესამე პრეზიდენტის ტოქსიკოლოგირი ანალიზის პასუხი პარასკევს გაირკვევა.
სააკაშვილის კვლევაზე ამ მიმართულებით ამერიკელი ნევროლოგი მუშაობს. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია.
ამასთან, დაცვის მხარე უცოელი ექსპერტების საბოლოო დასკვნას ელოდება. დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, მიმართავენ თუ არა ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით.
სხვადასხვა ექსპერტები, ამერიკელები აგრძელებენ მუშაობას. საბოლოო ჯამში, ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი ამ დოკუმენტების ასახვას ჰპოვებს თავის საექსპერტო დასკვნაში,”- თქვა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, თუ ექსპერტები დაადასტირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმ ომადგენლებთანაც გამართავენ. დასკვნა გადაეგზავნებათ “ქართული ოცნების” წევრებსაც.
ამასთან, ხვალ საზღვრის კვეთის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესია დაგეგმილი. უფლედამცველი მოსამართლეს მოუწოდებს, რომ ის “ვივა-მედში” არ მოვიდეს, რადგან მესამე პრეზიდენტს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არ შეუძლია:
თავშივე ვაცხადებ, რომ ხვალ არ ატყდეს ამბები, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სააკაშვილს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეები”- თქვა ადვოკატმა.
წყარო: newposts