პროცესზე ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ მოწმეს ჰკითხა, გამოჰკითხა თუ არა ზვიად ცეცხლაძე, მოწმემ თქვა, რომ არ ახსენდება.
ადვოკატი: – 4 დეკემბერს გამოჰკითხეთ ზვიად ცეცხლაძე?
მოწმე: გამოვკითხე? არ მახსენდება.
ამის შემდეგ, ადვოკატი ადგა იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოკითხვის ოქმზე დავით ქიტიაშვილის ხელმოწერა იყო და გამოკითხვის ოქმი აჩვენა. მოგვიანებით ადვოკატმა მას ჰკითხა, როგორ ვითარებაში ჩაიარა ცეცხლაძის გამოკითხვამ, მოწმემ ისევ თქვა, რომ დეტალები არ ახსოვს.
„კონკრეტულად ზვიად ცეცხლაძის გამოკითხვის დეტალებზე ვერ ვსაუბრობ, ვინაიდან მყავს ძალიან ბევრი ადამიანი გამოკითხული, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პასუხებს ვერ გაგცემთ ამ გამოკითხვასთან დაკავშირებით“, – თქვა მოწმემ.
წყარო: პუბლიკა



































































