https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოცვის ფასი ცხრიდან სამნახევარ დოლარამდე დაეცა

12:11; 15.07.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოცვის კულტურის გაშენება გურიაში პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.

როგორც დასაწყისიდანვე თქვეს სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლებმა, მოცვის გაშენების მიმართულებით, ლურჯ მოცვზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, აქტიურად იყიდება ადგილობრივ ბაზრებზეც.

თუმცა, ამ მოკლე დროშიც, ღიად გამოჩნდა სხვადასხვა პრობლემა და იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ამას ნაცადი ფერმერები ვარაუდობდნენ.

მაგალითად, აუცილებელი გახდა საადრეო ჯიშების გაშენება, რაც დასაწყისში არ იყო აქცენტირებული. თუ დღეისთვის აქტიურად საუბრობენ მოცვის 11 სახეობაზე, თავდაპირველად არც ეს იყო განსაზღვრული და ძირითადად, შემოქონდათ ლურჯ მოცვად აღიარებული ჯიში. ახლა ამბობენ, რომ არის წითელი სახეობის ჯიში, რომელიც ბევრად უკეთესია. ასევე, არსებობს ჯიშები, რომლებიც ადრე იწყებენ მწიფობას და, შესაბამისად, ფასიც მაღალია საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომ უნდა შეიქმნას ადგილობრივი სანერგეები, სადაც მოხდება ჯიშების გამოყვანა.

გაჩნდა ჩიტების, ფრინველებისგან შექმნილი პრობლემაც, რომლებიც მწიფობის პერიოდში მოსავალს ანადგურებენ. თავი იჩინა კლიმატური ცვლილების პრობლემამაც და გლობალური დათბობის პირობებში, არავინ იცის, როგორი ამინდი იქნება მაისის ბოლოს _ ამ პერიოდში მოცვს განსაკუთრებით სჭირდება შესაბამისი ტემპერატურა. ამიტომ უკვე საუბრობენ სასათბურე გარემოზე, პლანტაციების გადახურვაზე. პრობლემაა სამაცივრე სისტემის მოწყობაც, რაც აქტიური განხილვის პროცესშია.

ეს ყველაფერი ერთად კი, არის პრობლემათა ჯაჭვი, რაზეც ნაცადი ფერმერები საუბრობენ. თუმცა, გურიაში, სასწრაფოდ თუ საგანგებოდ მოწყობილ ფორუმზე აქტიურად მხოლოდ ღირებულებათა ჯაჭვზე ლაპარაკობენ, ძირითადად, ამ საქმეში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები, რომლებსაც უმეტესად ქვეყნის და ბიზნესის მართვის სადავეები უჭირავთ.

გურიაში მოცვის კრეფა, კარგა ხანია, დაიწყო. ერთი თვის წინ, ერთი კილოგრამი მოცვის ფასი 9 დოლარზე ცოტათი მეტიც კი იყო. თუმცა, დღეისთვის სამდოლარნახევრამდე დაეცა და ამ ფასად გაყიდვაც კი ჭირს.

ფასის ასე დაცემის ძირითად მიზეზად მწიფობის მოგვიანებით დაწყებას ასახელებენ.

“გურია ნიუსი” ეწვია ჭანიეთის, ნარუჯას, ლაითურის პლანტაციებს, სადაც მოცვი აქვთ გაშენებული.

თითოეულ ლოკაციაზე საუბრობენ, რომ მოცვის ბაზარზე გატანა, რაც უფრო ადრე მოხდება, უმჯობესია: _ ამიტომ ამინდზეც არის დამოკიდებული ზოგი რამ. მომავალი წლიდან, შესაძლოა, სათბურებში მოქცევაზე ვიფიქროთ, _ ამბობენ მეპატრონეები.

უფრო უიმედობას გამოთქვამენ ის ფერმერები, რომლებიც სამომავლოდ, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ მოცვის გაშენებაზე.

არც ისე დიდი ხანია, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხალხს ლურჯი მოცვის გაშენება შესთავაზა, ასპროცენტიანი დაფინანსებით. მართალია, ხალხი ჯერ ყოყმანობდა, გაეშენებინა თუ არა, თუმცა, როცა სხვა გზა არ დარჩა და შემოთავაზებაც ასე თუ ისე მისაღები იყო, მალე დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება დიდ ტერიტორიებზე.

დღეისთვის სახეზეა ხალხის უკმაყოფილება; შესაბამისად, განწყობა მოცვის კულტურის გაშენებასთან დაკავშირებით, იცვლება. მოსახლეობა აქცენტს ჩაის კულტურის რეაბილიტაციაზე აკეთებს:

_ თუ ასპროცენტიან დაფინანსებას გვთავაზობთ, იყოს თქვენი შემოთავაზება ძალაში, ოღონდ რა გავაშენოთ და აღვადგინოთ ამ თანხით, არჩევანი ჩვენზე იყოს. ეს არის ჩაი! გავაშენოთ მოცვი და ვაჭამოთ ჩიტებს? _ ასე დასვეს საკითხი სამთავრობო ჯგუფთან შეხვედრისას გურიაში, სამი წლის წინ.

_ 30 წელია, ჩაის კულტურა ჩვენთან, ასე ვთქვათ, ჩავარდა. კი, ბატონო, ჩაი რომ საუკეთესო პროდუქტია, სადავო არაა, თუმცა, სურვილი თუ არის, რომ ჩაი ძველებურად აღდგეს, უნდა მოხდეს მეწარმეთა გაერთიანება. ჯერჯერობით, ხუთი კაცი ვერ გაერთიანდა. ყველაფერს ვიღაცას ან მთავრობას ნუ დააბრალებს ნურავინ… ამას რომ ვამბობ, არ გეგონოთ მოცვის გაშენების უპირობო მომხრე ვიყო, თუმცა, ერთ ჰექტარზე 8 ტონა მოდის. ჩაი კი _ ხუთ ტონამდე. მთავარია, სწორი მიდგომა, _ გვითხრა აგრონომმა აკაკი ღლონტმა.

რატომ დაეცა მოცვის ფასი ასე შემაშფოთებლად?

“გურია ნიუსი” ბიზნესმენ სოსო საჯაიას ესაუბრა, რომელსაც სოფელ ჭანიეთში უკვე აქვს გაშენებული მოცვის პლანტაცია და პირველი მოსავალიც მიიღო.

_ საქმე იმაშია, რომ მოცვი ჩვენთვის ახალი კულტურაა, ახალი პროცესია და ბევრი რამ არის დამოკიდებული გამოცდილებაზე. ფასი დაეცა იმიტომ, რომ შემსყიდველებმა, ვისაც გააქვს, ვთქვათ, რუსეთის ბაზარზე მოცვი სარეალიზაციოდ, “გადაგვაგდეს” იმ მოტივით, რომ თითქოს, რუსეთში ძალაში შევიდა კანონი კენკროვანთა ლაბორატორიულ შემოწმებაზე. არადა, მათ კონტრაქტი უკვე გაფორმებული ჰქონდათ და რუსეთის ბაზრებზეც არ დაცემულა ფასი. არც მათთვის გადაუხდიათ ნაკლები. ეს ვიცით ჩვენი წყაროებიდან. უბრალოდ, ეს სცადეს და გაუვიდათ, თორემ არაა საერთაშორისო ბაზარზე მოცვის ფასი დაცემული, როგორც ინფორმაცია გავრცელდა. მასზე მაღალი მოთხოვნაა, _ გვითხრა საჯაიამ.

კითხვაზე _ ვინ არიან შემსყიდველები, საჯაიამ თქვა, რომ სხვადასხვა ჯგუფია, რომლებიც სხვადასხვა კუთხიდან შემოდიან. აღნიშნა ისიც, რომ სამომავლოდ უფრო დაარეგულირებენ ამ მხრივ საქმეს, რომ არ მოტყუვდნენ ან პირიქით, იძულებული არ გახდნენ, ნაკლებ ფასად ჩააბარონ პროდუქცია.

ეს იძულებითი ნაბიჯი იმის ბრალიც იყო, რომ სამაცივრე ნაგებობას ახლა ამონტაჟებენ და აქამდე არ ჰქონდათ. ასევე, ერთ-ერთი პირველი პრობლემა იყო უამინდობა, რამაც კრეფა ორი კვირით დააგვიანა; ფიქრობენ სასათბურე გარემოს შექმნაზე.

საჯაიამ, ასევე, გვითხრა, რომ მალე საქართველოში შვეიცარიული ლაბორატორია გაიხსნება, რაზეც ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს.

_ აქ შემოწმდება მხოლოდ ნაყოფის ხარისხი და სასიხარულოა, რომ ამ მხრივ სტაბილური გარემო გვექნება, _ თქვა მან.

კითხვაზე, რამდენი პლანტაცია უნდა გადახურონ, არის თუ არა ეს წამგებიანი და რთული პროცესი, საჯაიამ თქვა, რომ სირთულე ახლავს ყველა საქმეს, თუმცა, უნდა დაძლიონ.

რაც შეეხება მუშახელს, ანუ მკრეფავებს, კრეფის სეზონის დაწყებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია პლანტაციების მფლობელთა სხვადასხვა დამოკიდებულებაზე დასაქმებულების მიმართ. დასაქმებულ პირთა პროტესტი ან პირიქით, მადლიერება ისმის სხვადასხვა ფართობში მომუშავეთა მხრიდან.

_ ჯერ კიდევ არ აგვიღია ამ საშინელ სიცხეში ნამუშევრის გასამრჯელო. გვპირდებიან, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გვიხდიან 90 თეთრს ერთ კილოგრამზე _ ეს მონობაა თუ დასაქმება? საშინელი სამუშაოა. მარცვალ-მარცვალ აგროვებ. რატომ უნდა დაგვიგვიანონ ისედაც მიზერული ხელფასი? _ განაცხადეს “გურია ნიუსთან” ლაითურში მომუშავე ქალბატონებმა, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს _ ლამის, მონობაში ვართ და იქედანაც გამოგვაგდებენო…

როგორც გვითხრეს, აქ კომპანია “ლურჯი ველია” დამსაქმებელი. “გურია ნიუსი” შეეცადა დაკავშირებოდა კომპანიას, თუმცა, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ჩვენ გავესაუბრეთ სოსო საჯაიას პლანტაციაში დასაქმებულ მკრეფავებს, რომლებსაც, მათივე თქმით, ერთ კილოგრამ მოკრეფილ ნედლეულზე 1 ლარს უხდიან. დღიურად ზოგმა 45 ლარის მიღებაც შეძლო, ზოგმა _ 25 ლარის.

_ გააჩნია სისწრაფეს და სიყოჩაღეს, _ ამბობს საჯაია, _ თვის ბოლოს დროულად გვაქვს ხელფასი.

_ საჯაიას ოჯახი, რომელიც აქ ჩვენსავით მუშაობს, დღეში ერთჯერადად უზრუნველყოფს დასაქმებულების კვებას. მადლობის მეტი რა გვეთქმის. რამდენიმე დასახელების პროდუქტი მოაქვთ. როცა კვებით უზრუნველყოფილი ვართ და ხელფასს არ აგვიანებს, თან სოფელში სამუშაო გაგვიჩნდა, ჩვენ რატომ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი?! თუმცა, მასობრივად დასაქმებას დიდი დრო უნდა და ეს პრობლემაა. არაა დიდი შეღავათი, სამასკომლიან სოფელში 25 ან 50 ადამიანი მუშაობდეს. ასეთი დამსაქმებელი თუ ბევრი მოვა, ხალხი ნამდვილად იქნება კმაყოფილი, _ ამბობენ აქ მომუშავენი.

ავტორი: მარინა ჩიხლაძე

მოცვისოსო საჯაია
გაზიარება14Tweet9Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის  ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა

16:50; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16:35; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21 თებერვალი, 2026

ჩოხატაურის მთავარ ქუჩაზე სიკვდილი დაჰქრის!

ულამაზეს ხეობაში მოქცეული ჯაჯის ტბა _ ფოტორეპორტაჟი სამცხე-ჯავახეთიდან

ყველა სიახლე

სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026
სამართალი

ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

16:59; 21.02.2026
საზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის  ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა

16:50; 21.02.2026
მსოფლიო

აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

16:44; 21.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16:35; 21.02.2026
პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21.02.2026
სამართალი

“61 600 ლარს მოტყუებით დაეუფლა”- პროკურატურა

15:15; 21.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო