https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მოუხელთებელი რესპონდენტი“

10:09; 1.09.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია – ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ. ეს ის ხალხია,რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ცნობილი თანამემამულე მსახიობი მინდა გავიხსენო. ეს პიროვნებები საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალიზმის გარდა მშობლიური ქვეყნის პატრიოტები და დიდი გულშემატკივრები იყვნენ.

წარმოვიდგინოთ, რომ ქართულ სუფრაზე ვიმყოფებით. თავდაპირველად ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე დავლოცოთ.

კინორეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი „დავით გურამიშვილის” გადაღებას იწყებდა. როლები თითქმის განაწილებული ჰქონდათ, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალის სახე აკლდათ. რეჟისორმა ფილმის მხატვარს, თამარ აბაკელიას გურამიშვილის სატრფოს ესკიზების მომზადება დაავალა, რათა ამის მიხედვით მოეძებნათ სასურველი მანდილოსანი. დრო არ ითმენდა. რეჟისორს ეჩქარებოდა გადაღების დაწყება, ამიტომაც ყველა, გადამღები ჯგუფის წევრი თუ მათი ახლობელი, სასურველ სახეს დაეძებდა ქუჩაში.

ერთხელაც, როცა რეჟისორის დედამ ბაზარს მიაშურა პროდუქტების საყიდლად, თვალი მოჰკრა ლამაზ, აშოლტილ გოგოს, რომელიც დახლთან იდგა და რაღაცას ყიდულობდა. სანიშვილის დედამ უკან მისდია ქალიშვილს, ეშინოდა, არ დაეფრთხო, ამიტომ არც კი გამოელაპარაკა. მის სახლთან მისულმა დაადგინა ლამაზი გოგონას ვინაობა და შვილთან გაფრინდა. ნიკოლოზ სანიშვილი დაინტერესდა და მეორე დღეს ასისტენტი გააგზავნა მის სანახავად.

ეს გოგონა დოდო ჭიჭინაძე გახლდათ. კინოსტუდიაში ყველას ძალიან მოეწონა, თანაც მხატვარ აბაკელიას ესკიზები და მისი გარეგნობა სასწაულად ჰგავდა ერთმანეთს. ბევრი აღარ უფიქრიათ, ერთხმად დაამტკიცეს როლზე. მოგვიანებით ეს ქალიშვილი ცნობილი მსახიობი გახდა.

შემდეგი სადღეგრძელოთი ქალბატონი მედეა ჩახავა გავიხსენოთ და სიტყვა ბატონ მიხეილ თუმანიშვილს გადავცეთ.

„გავიდა მრავალი წელი და მედიკო ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ნამუშევრისა. ერთად მუშაობა გვეადვილებოდა და დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა.

მედიკო ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩემს ყოველ ჩანაფიქრს. რომ გავიხსენო მისი როლები, ძალიან გრძელი სია გამოვა. ესენი იყვნენ მუდამ ლამაზი, მომხიბვლელი გოგონები, ყმაწვილი ქალები, რომლებსაც უყვარდათ, რომლებიც იტანჯებოდნენ და იბრძოდნენ სამართლიანობისათვის და ხალხის ბედნიერებისათვის: ლიდა პლახა, დაშა, ამარანტა, თინა, იამზე, კლარა, ლიდა მატისოვა, ლეილა, მარიამი და ბევრი სხვა სახე… როლების ეს პატარა სია მთელი თაობის ცხოვრებაა. მე ძალიან მიყვარს მედიკო. რაც მან სცენისთვის გამოძერწა, იყო ნამდვილი ხელოვნება. მოვიგონოთ თუნდაც მისი სარე, ფეფელა, ეშმაკი მელაკუდა („ჭინჭრაქადან”), ორივე ლიდა, ერთი თავისი ხალხის ბედნიერებისთვის მებრძოლი, მეორე კი – მოსიყვარულე, ტანჯული და მშვენიერი.

მრავალი რეპეტიცია, საუბარი, კამათი, წყენა განუყრელად ახლდა ჩვენს შემოქმედებით პროცესს. ბევრი საინტერესო და ბედნიერი წუთი მაგონდება. ეს იყო ლამაზი, მშვენიერი დრო ნამდვილი ტალანტის გაფურჩქვნისა. მედიკოს ტალანტი აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია – უმღერო სიყვარულს”.

მომდევნო ჭიქით ქალბატონი თამარ ციციშვილი დავლოცოთ.

თამარ ციციშვილი გვიან გამოჩნდა კინემატოგრაფიაში. 28 წლის იყო, როცა მისი დებიუტი შედგა ფილმში „დარიკო”. ფილმის გამოჩენისთანავე ისეთი პოპულარული შეიქნა, რომ აქამდე გაკვალული გზიდან გადაუხვია და მსახიობი გახდა. „დარიკოს” შემდეგ მოვარდნილმა წარმატებამ დიდების ზენიტში აიყვანა ულამაზესი ციციშვილის ქალი. მასზე პოეტები ლექსებს თხზავდნენ:

„თუმც გლეხის ჩითში ის იმალება

მაინც მიაგნებს პოეტის თვალი,

დგას სილამაზის გაბრწყინვალება

ხელში დამბაჩით თავადის ქალი”, – წერდა გიორგი ლეონიძე.

ქუჩაში გასულს პირადი დაცვასავით მუდამ მილიციელი ახლდა.

რაც შეეხება კინოს, „დარიკოს” „ვეფხისტყაოსნის” მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ქაჯეთი” მოჰყვა, სადაც თამარი ნესტან-დარეჯანის როლს განასახიერებდა. შემდეგ იყო: „დავით გურამიშვილი”, „აკაკის აკვანი”, „ჭრიჭინა”, „ბაში-აჩუკი”, „ბედნიერი შეხვედრა”.

ჩვენი სუფრა გრძელდება და ალექსანდრე ჟორჟოლიანი გავიხსენოთ. მისი კოლეგები ბატონ სანდროზე არაერთ კურიოზს იგონებდნენ.

„სანდროს ძალიან ჰყვარებია ლამაზი ქალები, იმისთანა მუსუსი ყოფილა, გასტროლებისას, სპექტაკლის შემდეგ სულ ქალებს დასდევდა კუდში. ერთხელაც მორიგ გასტროლებზე ყოფნისას სანდრო ჟორჟოლიანს ერთი ქალი მოსწონებია. მოსვენება დაუკარგავს. კარგა ხანს ეხვეწებოდა თურმე, შემხვდი და შემხვდიო. ქალი კი არ თანხმდებოდა. ეს გაიგო ჟორა შავგულიძემ და ქალს სთხოვა, დათანხმდი შეხვედრაზე, თან უთხარი, რომ ძალიან მორცხვი ხარ და სახალხოდ არ გინდა პაემანზე მისვლა, სადმე, მყუდრო ქუჩაზე დაიბარე, შეღამებულზე და დანარჩენი მე ვიციო. სიხარულით გადარეულა სანდრო, როცა ქალმა თანხმობა განუცხადა. მივიდა დათქმულ დროს იმ ქუჩაზე, ერთ ბნელ კუთხეში ელოდა „ქალი”, წაავლო მას ხელი, მიიზიდა თავისკენ, აკოცა ჯერ ერთ ლოყაზე, მერე მეორეზე, ტუჩებშიც მოუნდა და ულვაშებს რომ შეეხო, ერთ მეტრზე ისკუპა შეშინებულმა. იმ ლამაზი ქალის ნაცვლად, ახარხარებული ჟორა შავგულიძე შერჩა ხელში.

როცა მარჯანიშვილის დასის მსახიობები ერთმანეთის ოჯახებში იკრიბებოდნენ ან რომელიმე ცნობილი პირი, მათი თაყვანისმცემელი, დაპატიჟებდათ, ჟორა სულ „ჩასაფრებული” იყო, ცდილობდა, სანდროსთვის რამე „ისეთი” მოეწყო, რომ ეხალისათ. ჩვევად ექცა ჟორას, მივიდოდნენ სადმე და სანამ სუფრა გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რაიმე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა, – აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო დაფეთებული ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს, რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გასტყდომოდა. ერთხელაც მობეზრდა სანდროს შავგულიძის ოინები და როცა თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში, გადაწყვიტა, იგივე ოინი ექნა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და ჟორასკენ ისროლა, – ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი, სანდრო, არა გრცხვენია, სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო… ხმაურზე მასპინძლებიც გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი. მერე მთელი საღამო უხდიდა ბოდიშს ოჯახის თავკაცს.

ერთი ასეთი თვისება ჰქონია სანდრო ჟორჟოლიანს: ძალიან პეწენიკი იყო, ტანსაცმელი სულ მოწესრიგებული ჰქონდა. ჩაიცვამდა კოსტიუმს, მერე დაჯდებოდა სკამზე და იქვე დალაგებულ ფეხსაცმელებში ჩაყოფდა ფეხებს. ერთხელაც ჩაიცვა კოსტიუმი, მერე ჩამოჯდა სკამზე, ჩაყო ფეხები ფეხსაცმელებში, შეიკრა თასმები, ადგა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. ატეხა ყვირილი, მიშველეთ, ვეღარ დავდივარო… თურმე, ახალგაზრდა მსახიობებს მორიგი „ხაფანგი” დაეგოთ მისთვის და ფეხსაცმელები იატაკზე მიელურსმათ“.

ჩვენი დღევანდელი სუფრის დასასრულს კი ლეგენდარული სერგო ზაქარიაძე გავიხსენოთ.

ბატონი სერგოს პოპულარობამ პიკს მიაღწია „ჯარისკაცის მამის” ეკრანზე გამოსვლის შემდეგ. სად აღარ იწვევდნენ მსახიობს, ყველგან საზეიმო შეხვედრებს და საღამოებს უწყობდნენ.

ერთხელ სერგო ზაქარიაძეს ჟურნალ „ოგონიოკის“ ჟურნალისტი ვადიმ სერგეევი ესტუმრა. მსახიობს არ უყვარდა ინტერვიუები. როცა ვადიმი  რედაქტორმა იხმო და დაავალა, რადაც უნდა დაგიჯდეს, თბილისში უნდა გაფრინდე, მივლინებას რამდენდღიანსაც გინდა, გამოგიწერ და ზაქარიაძესთან ინტერვიუ უნდა ჩაწეროო, ვადიმს „დასცხა” თურმე. იცოდა, ეს არ იყო იოლი საქმე. ორი კვირა ითხოვა მასალის მოსაპოვებლად. წინდაწინ ყველა ინფორმაცია მოაგროვა მსახიობზე. გაიგო ისიც, რომ სერგო „ფანატიკოსი” გულშემატკივარი ყოფილა თბილისის „დინამოსი” და არც ერთ თამაშს არ აცდენდა, ყველას ესწრებოდა. უსაზღვროდ გაიხარა, როცა გაიგო, რომ მისი მივლინება და „დინამოს” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა ქართველების მოწინააღმდეგე გუნდი ვადიმის საყვარელი მოსკოვის „ტორპედო” აღმოჩნდა. სხვა რა გზა იყო? ვადიმს უნდა ეთამაშა არა „ტორპედოს”, არამედ  თბილისის „დინამოს” გულშემატკივრის როლი.

ჟურნალისტმა ასეთ ტაქტიკას მიმართა: ზაქარიაძეს სახლთან ჩაუსაფრდა. შინიდან გამოსულ სერგოს უკან აედევნა. მსახიობი „დინამოს” სალაროებთან მივიდა. ჟურნალისტიც უკან ამოუდგა, ასე რომ, მათი ადგილებიც გვერდიგვერდ მოხვდა. იმ დღეს მთელი სტადიონი გუგუნებდა, ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი ხალხი იყო მატჩის საყურებლად მოსული. სერგოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სლავი ახალგაზრდა, რომელიც ქართველ ფეხბურთელთა ყოველი შეტევის წამოწყებაზე ემოციას ხმამაღლა გამოხატავდა.

– ბიჭოს, რა ხდება? – უკითხავს გაკვირვებულ სერგოს მისთვის, – რუსი ხარ და ქართველებს გულშემატკივრობო?

– კი! – უპასუხია ვადიმს, – ქართველების თამაშზე ვგიჟდები და საერთოდ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანაო.

გადარეულა სერგო თურმე, ამისთანა კაცი უპატივცემულოდ როგორ გაგიშვაო, თან იმ დღეს ჩვენებს მოუგიათ… და რუს „გულშემატკივარს” ხელი ჩაავლო ზაქარიაძემ, ჩემთან გეპატიჟებიო. რაღა თქმა უნდა, სიხარულით გაჰყვა ვადიმი თავის „მოუხელთებელ” რესპონდენტს.

რაზე აღარ ილაპარაკეს სტუმარმა და მასპინძელმა, საქართველოზე, ფეხბურთზე, რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე, კინოზე, თეატრზე, ნადირობაზე.

ჭკუაზე არ იყო „ოგონიოკის” ჟურნალისტი, ეხუმრებით საქვეყნოდ აღიარებული მსახიობის ასეთ გულწრფელ სიტყვა-პასუხს? წასვლის წინ, როცა სერგომ პატარა ყანწი „აჯახა” სტუმარს, ვადიმმა დალოცა ზაქარიაძეების ოჯახი, მისი თავკაცი, ქვეყანა, სადაც სერგოსნაირი დიდებული მსახიობები და ადამიანები იბადებიან და… ვერ მოითმინა, – საყვარელო კაცო, არ მიწყინოთ, თუკი დღევანდელი დღის ამსახველ რეპორტაჟს ნახავთ „ოგონიოკის” ფურცლებზეო.

ღიმილი შეეყინა სერგოს სახეზე, ხელში ჭიქა ეჭირა, თითქოს ხელიც გაუშეშდაო. დაძაბული წუთები ისე გაიწელა, სტუმარს ეგონა, აღარასოდეს დასრულდებოდა, მაგრამ სერგომ მოჭმუხნილი წარბები გაშალა, ჯერ გაეღიმა, მერე კი კარგა გვარიანად გადაიხარხარა. ოგონიოკელმა ჟურნალისტმა იმ მასალაში პრემია აიღო და დღემდე მიიჩნევს, რომ საუკეთესოა იმათ შორის, რაც კი დაუწერია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

ბინისა და ავტომობილების ძარცვა _ შსს-მ ერთი პირი დააკავა

„ქვეყნისთვის შეუფასებელი დანაკარგი“ _ ხანძარი 200 წლის მუზეუმში

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

16:19; 28.02.2026
მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

16:03; 28.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

15:43; 28.02.2026
მსოფლიო

აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14:30; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო