ჩოხატაურს კიდევ ერთი დიდებული ქალბატონი გამოაკლდა _ სოფლის განვითარების სააგენტოს ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელს, მანანა მინდაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მანანა მინდაძის ახლობლები ავრცელებენ.
“მოულოდნელია, თავზარდამცემია, როგორ ვერ გიმეტებ, გოგო”;
“რა მოხდა, ასე მოულოდნელად”;
“როგორ შევეგუოთ შენს ასე მოულოდნელად, ნაადრევად წასვლას”
“ჩემო გულისხმიერო, ენერგიულო გოგო”; _ წერენ სოციალურ ქსელში.
მანანა მინდაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი მანანას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ ოჯახს, ახლობლებს.






























































