შემოდგომის მიწურულს, როცა სხვადასხვა კულტურების დარგვას ვიწყებთ, გირჩევთ ამასთან ერთად გააშენოთ ნაგალა (ჯუჯას საძირეები), რომლებიც მომდევნო წლებში შესანიშნავ საძირედ გამოგადგებათ, სასურველი ხეხილოვნების დასამყნელად.
ძლიერ საძირეზე დამყნილი ხეხილის ნებისმიერი სახეობა ივითარებს მძლავრ ვარჯს. ამიტომ დიდ კვების არეზე ირგვება ( 8X8, 8X10, 10X10) და მსხმოიარობას 10-12 წლის ასაკში იწყებს. ნაგალა საძირეებზე დამყნილი კი 3-4 წელიწადში მსხმოიარობს. ასევე, სიმაღლეშიც სამ მეტრამდე იზრდება და იოლდება მოვლაც.
რაც შეეხება მოსავალს, არანაკლებ ბარაქიან მოსავალს იძლევა, ვიდრე ძლიერ საძირეებზე დამყნილი ხეხილოვნები.
ამიტომ გირჩევთ, მოამზადოთ ნაგალას საძირეები. დაგეგმეთ პატარა ნაკვეთი, თქვენი ტერიტორიის ლანდშაფტური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოთხარეთ საშუალო სიღრმის ორმოები. თუ საშუალება გაქვთ, ორმოს ფსკერზე დაყარეთ გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი. საძირეეები ჩარგეთ ყელამდე, ჯერ შემოუტკეპნეთ, შემდეგ კი ფხვიერი მიწა შემოაყარეთ მსუბუქად და მორწყეთ. ასეთი ჯუჯა საძირეები მეორე წელს გამოგადგებათ ხეხილოვნების დასამყენად.