ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ვაფასებთ ბოლო პერიოდში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველყოს, რომ მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან.
ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან რომ ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს,“_ წერია განცახდებაში.