ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დაფარვისთვის დაკავებული სამი პირი, მათ შორის თენგიზ კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კალანდიას, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მ.კ.-ს მამაა, 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო დანარჩენ ორ დაკავებულ 3-3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს. სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.