თერჯოლაში არასრულწლოვანი ბიჭი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
“ინფო იმერეთს” ადგილობრივები უყვებიან, რომ მოზარდები მიტოვებულ შენობაში შევიდნენ, სადაც 15 წლის ბიჭს სამშენებლო მასალა დაეცა.
უბედური შემთხვევის შედეგად მე-10 კლასელი მოსწავლეა დაღუპული.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება, 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.


































































