“ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასული ერთ-ერთი მოზარდი, რომელსაც დენმა დაარტყა, გარდაიცვალა” _ ამის შესახებ ჟურნალისტებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს _ იუწყება imedinews.ge.
„მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილია პედიატრიულ კლინიკაში. რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.