ესტონეთში მყვინთავებისა და მაშველების ჯგუფმა junkers ju 52-ის ნამსხვრევევები იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის იპოვეს პატარა კუნძულ კერის მახლობლად, ესტონეთის დედაქალაქ ტალინთან, 70 მეტრის (230 ფუტი) სიღრმეზე.
ინფორმაციისთვის, თვითმფრინავს ამერიკელი და ფრანგი დიპლომატიური კურიერები გადაჰყავდა 1940 წლის ივნისში, როდესაც ის ჩამოაგდეს მოსკოვის ბალტიის ქვეყნების ანექსიამდე რამდენიმე დღით ადრე. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ორკაციანი ფინელი ეკიპაჟი და შვიდი მგზავრი – ამერიკელი დიპლომატი, ორი ფრანგი, ორი გერმანელი, ერთი შვედი და ორმაგი ესტონეთ-ფინეთის მოქალაქე.
“ძირითადად, ნულიდან დავიწყეთ. ჩვენ სრულიად განსხვავებული მიდგომა მივიღეთ ძიების მიმართ,” – თქვა კაიდო პერემესმა, ესტონური მყვინთავებისა და წყალქვეშა კვლევის კომპანიის Tuukritoode OU-ის სპიკერმა.
სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება, სახელად კალევა, რომელიც მიემართებოდა ტალინიდან ჰელსინკში, მოხდა 1940 წლის 14 ივნისს – მხოლოდ სამი თვის შემდეგ, რაც ფინეთმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოსკოვთან 1939-40 წლების ზამთრის ომის შემდეგ.
თვითმფრინავის ბედის შესახებ ცნობას ჰელსინკის ხელისუფლების ურწმუნოება და აღშფოთება მოჰყვა, რომლებსაც აცნობეს, რომ იგი ჩამოაგდეს ორმა საბჭოთა ბომბდამშენმა DB-3-მა ტალინის ულემისტეს აეროპორტიდან აფრენიდან 10 წუთის შემდეგ.