ფატას დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს – საქორწინო ფატაზეა საუბარი. ის ტრადიციის ნაწილიც არის და იმ ქალბატონის შესახებაც ბევრს მოგიყვებათ, ვისაც ის ახურავს.
ფატა–შლეიფი – ქალბატონს დახვეწილი გემოვნება აქვს და უყვარს ფუფუნება. მისთვის ქორწინება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია სოციალურ კიბეზე. ყოველ შემთხვევაში, ის ამას ელოდება.
რამდენიმეიარუსიანი ფატა – ეს ქალბატონი ოჯახში მშვიდი იქნება, მას გაწონასწორებული ხასიათი აქვს, უყვარს ბავშვები და კარგი მეოჯახეა. ერთი სიტყვით, კლასიკური ცოლის მშვენიერი მაგალითია.
ფატა აპლიკაციებით – ქალბატონს, რომელსაც ასეთი ფატა მოსწონს, შემოქმედებითი ნიჭი და მხატვრის თვალი აქვს და მოსწონს ბოჰემური ცხოვრება. მოკლედ, მასთან ნამდვილად არ მოიწყენთ.
მაქმანებიანი ფატა – ირჩევენ ქალები, რომლებსაც მტკიცე ნებისყოფა აქვთ და მბრძანებლობა უყვართ. ისინი ცხოვრებას სწრაფად უღებენ აღლოს და მართავენ კიდეც მას.
პატარა შლაპა ფატით – თქვენ წინაშე ექსცენტრიკული, ჭირვეული ქალი წარდგება. რომელსაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ის ვერასოდეს მოგიხარშავთ ბორშჩს – ამის იმედი ნუ გექნებათ!












































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)























