ოზურგეთში 55 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. ის ამ დროისთვის კლინიკა მედალფაშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
“მიყენებული აქვს მრავლობითი ბასრი ნაკვეთი ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,_ ამბობს კლინიკა “მედალფას” დირექტორი დათო მდინარაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ოზურგეთში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი, რამდენიმე დღის წინ მოკლული ახალგაზრდის მკვლელობში ბრალდებულის ბიძაა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი