საქართველოს საპატრიარქო “სვეტიცხოვლობის” დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მრევლის საყურადღებოდ
წინასწარ გილოცავთ „სვეტიცხოვლობის“ დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ ღვთის შეწევნასა და მის მფარველობას. ამასთან, გაცნობებთ, რომ წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაძრამდე მისასვლელი სატრანსპორტო საშვები გაუქმებულია და არ იქნება საჭირო, თუმცა გარკვეული შეზღუდვები განხორციელდება.
კერძოდ, მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ: „14 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა მცხეთაში იქნება ცალმხრივი. ფარნავაზის მოედნიდან მცხეთაში შემოსული ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩით დასავლეთის მიმართულებით. მცხეთაში დასავლეთიდან შემოსულ ტრანსპორტს კი ბებრის ციხიდან თეატრონის მიმართულებით შეეძლება გადაადგილდება”,_ ნათქვამია განცხადებაში.