მსახიობი კახი კავსაძე გამოჯანმრთელდა.
ის კლინიკიდან გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაწერეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
“კორონავირუსისგან განიკურნა და სტაბილური მდგომარეობა აქვს. ახლა სახლშია”, – აღნიშნა ტურძელაძემ.
კავსაძეს კორონავირუსი 29 ნოემბერს დაუდასტურდა. ის სუნთქვის მწვავე უკმარისობით საავადმყოფოში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.