წელს უკვე მეექვსედ, MAC Georgia-ამ უმასპინძლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს. კონფერენცია იყო თემაზე: მშობლობა მარათონია და არა მოკლე გარბენი.
2022 წლის მშობელთა ეროვნული კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: MAC Georgia, Caritas Georgia, კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის, Intenational Woman Association (IWA). ხოლო რეგიონულ დონეზე USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები თელავში, ლაგოდეხში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში. მშობელთა ეროვნული კონფერენციის მიზანია მშობლებს შესთავაზოს ის რესურსები და გამოცდილება, რაც მშობლობას, როგორც მარათონს, უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის, როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. ოზურგეთში გამართულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორი თემა. განათლების უფლება და უფლებები განათლებისთვის; პერსონალური ასისტირება მძიმე და ღრმა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებში. კონფერენცია „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ თავმჯდომარემ ფიქრია ბარამიძემ გახსნა. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ მსგავსის სახის კონფერენცია იმართება ოზურგეთში.
“ეს ოფისი მზად არის, რომ შშმ პირებს და მათ მშობლებს ყოველთვის უმასპინძლოს. ჩვენ მზად ვართ თქვენ მოგმართოთ ნებისმიერ საკითხზე და გაიაროთ კონსულტაციები. ეს იქნება შესაძლებელი ონლაინ და ასევე ჩვენთან ოფისში. მთავარია ერთად უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება მეტად იყო ჩვენს ქვეყანაში და რეგიონებში შშმ პირების უფლებები დაცული იყო“ – აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში ფიქრია ბარამიძემ.
შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მაია შიშნიაშვილი, კონფერენციის თანა ორგანიზატორი:
“სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში ყველა მშობელს გვაქვს ერთი მიზანი ჩვენმა შვილებმა ღირსეულად იცხოვრონ ჩვენს შემდეგ ამ ქვეყანაში ღირსეულად და ისე, რომ იყოს ჩართული საზოგადოებაში სხვა შშმ პირების მსგავსად. პრინციპში ექვსი წელია, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს და რაც დავისახეთ მიზნად ყველაფერს მივაღწიეთ ერთობლივად. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ვინც გავიარეთ ერთად გზა ის გამოცდილება გავუზიაროთ ე.წ. ახალ მშობლებს. “ – თქვა მაია შიშნიაშვილმა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს.
პირველ სესიაზე ვრცლად ისაუბრა მაია ბაგრატიონმა (ნეიროფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი) თემაზე განათლების უფლება და უფლებები განათლებისთვის: “ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ახალბედა მშობლებთან შეხვედრა და მათთვის გამოცდილების გაზიარება. ყველანაირად ვცდილობთ მხარდამჭერი გზის ჩვენებას. ამ კონფერენციას განვიხილავთ ასე ვთქვათ მშობელთა პლატფორმას. დღევანდელ კონფერენციაში ყველა შშმ პირების მშობლების მოწვევა ვერ მოხერხდა, მაგრამ დღეს ვინც ესწრებით ამ შეხვედრას დარწმუნებული ვართ ინფორმაციას აუცილებლად მიაწოდებთ და გაუზიარებთ კონფერენციაზე მიღებულ ინფორმაციას. წლევანდელ კონფერენციას კარგი სახელწოდება აქვს მშობლობა მარათონია და არა მოკლე გარბენი. დიახ, ეს არის ხარძლივი პროცესი თავისი აღმა-დაღმა სიარულებით, თავისი უამრავი ბარიერით, უამრავი დაბრკოლებით, უამრავი გამარჯვებით და ზეიმით. ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენ უნდა ღირსებით გავიაროთ. ეს არის პროცესი, რაც არ უნდა რთული იყოს სიამოვნება მოგვანიჭოს და უნდა გაგვაძლიეროს იმისათვის ვისიც მშობლობაც გვიწევს ის გვყავდეს ყველაზე კარგად. ამ დიდი ქოლგის ქვეშ ფარგლებში, რაც ჩვენ კონფერენციას წინ უძღვნის, არის განათლების უფლება. ყველაზე მეტად ვესაუბრები მშობლებს, რომ შშმ პირებს აქვს განათლების უფლება და ყველამ უნდა ვიზრუნოთ შშმ ბავშვებს მიიღოს განათლება, რადგან ისინი იყვნენ შემდეგ დამოუკიდებლები. “ – აღნიშნა თავისი სიტყვის გამოსვლის დასაწყისში მაია ბაგრატიონმა.
სესიის მეორე ნაწილში (პერსონალური ასისტირების პროგრამის მენეჯერი) ელენე კობიძემ განიხილა პერსონალური ასისტენტის როგორც მშობლის მხარდამჭერი რგოლი. ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ მშობლებისთვის, რომლის შვილები საჭიროებს პერსონალურ ასისტენტს და ელოდებიან სახელმწიფოსგან მოახდინონ დაფინანსების კუთხით მოახდინონ დახმარება შშმ პირებისთვის. როგორც შშმ პირის მშობელმა,
ინგა დუმბაძე (მშობელი) აღნიშნა, მას ჰყავს სტუდენტი შვილი, რომელიც არის შშმ პირი და დაქირავებული ჰყავთ პერსონალური ასისტენტი. “ჩემს შვილს ძალიან უნდოდა სკოლის შემდეგ სწავლა გაეგრძელებინა უმაღლესს სასწავლებელში. ეს ნატვრა შეუსრულდა. პერსონალური ასისტენტის თანხას და ბინის ქირას ვიხდი ჩვენ. ძალიან კარგი იქნება დამხმარე ასისტენტის თანხის გადახდას სახელმწიფო თუ აიღებს თავის თავზე. ამ საკითხის მოგვარებით ბევრი შშმ პირი გააგრძელებს უმაღლესი განათლების მიღებას“- თქვა ინგა დუმბაძემ.
შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირად უნდა გაიმართოს და შშმ პირებს და მათ მშობლებს ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.
(R)