“საზოგადოებას მოვუწოდებთ, კვლავაც ყურადღებით დააკვირდეს ომისა და ღალატის პარტიის – კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეულ ქმედებას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 2024 წლის ოქტომბერში საზოგადოებამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას გამოუტანოს გადამწვეტი პოლიტიკური განაჩენი, რაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების და საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ის ასევე გამოეხმაურა ბათუმში, კრუიზის შემოსვლის ირგვლის განვითარებულ მოვლენებს.
მან აღნიშნა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა.