“დღეს ჩოხატაურის სასკოლო საზოგადოება ემშვიდობება ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრება ცოდნის, სიკეთისა და სიყვარულის დათესვას მიუძღვნა.

ვემშვიდობებით პედაგოგს, რომელმაც არა მხოლოდ გვასწავლა — არამედ აღგვზარდა და ადამიანობა გვასწავლა. ის იყო მასწავლებელი, რომელიც არასოდეს დაღლილა სხვაზე ზრუნვით, ადამიანი რომლის სიტყვა მუდამ სიმშვიდეს და ძალას გვმატებდა .
მშვიდობით, ჩვენო აღმზრდელო და შეუცვლელო ნაზი მასწავლებელო”, _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, შორენა სიხარულიძე.
































































