“სიტყვები არ მყოფნის, მურიკა, ისე მეწვი და მენანები”, _ ამ სიტყვებით ტრაგიკულად დაღუპულ ლანჩხუთელ ახალგაზრდას, მურმან (მურიკა) არველაძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
მურმან არველაძე შენობის სახურავიდან გადმოვარდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„სიტყვები არ მყოფნის, მურიკა, ისე მეწვი და მენანები. მშრომელი, პატიოსანი, კეთილი ბიჭი იყავი. მშვიდობით, მურიკა, ჩვენო გამორჩეულო მეგობარო. უფალმა ნათელში გამყოფოს!“ _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახალგაზრდის მეგობრები.
„გურიანიუსი“ უსამძიმრებს გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.