10 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში აფეთქების შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდამსხმელმა ბენზინ გასამართი სადგურის სიახლოვეს აამოქმედა და თავი აიფეთქა.
აფეთქების შედეგად 8 ავტომობილი დაიწვა.
„მსხვერპლი უმეტესად ბავშვები არიან, რომლებიც ავტო სამრეცხაოზე მუშაობდნენ“, _ ამბობს პროვინციის საბჭოს წევრი, სოჰრაბ ქადერი.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არავის აუღია.