აშშ-ს უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთს ახალ მკაცრ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მან სანქციები დაადო რუსეთის კიდევ ორ უმსხვილეს ბანკს, მათ შორის VTB ბანკს და გააფართოვა კორუმპირებული რუსული პოლიტიკური ელიტისა და მილიონერების ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები.
,,ამას ექნება მკაცრი შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის, დაუყოვნებლივ და ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ საგანგებოდ შევიმუშავეთ ეს სანქციები ისე, რომ მაქსიმალურად გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს რუსეთზე და მინიმალური გავლენა აშშ-სა და ჩვენს მოკავშირეებზე.
ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სანქციებმა შესაძლოა ჯერ არ მოიტანოს შედეგები, მაგრამ შედეგი გრძელვადიანი იქნება. ვთვლით, რომ სანქციებით დიდ დარტყმას მივაყენებთ რუსეთის ეკონომიკას”, – თქვა ბაიდენმა.
რუსეთის მიმართ ახალი სანქციებით, აშშ ზღუდავს რუსეთისთვის საერთაშორისო ვაჭრობას დოლარსა და ევროში, ასევე ამცირებს მოსკოვის წვდომას მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე, რაც აუცილებელია მილიტარისტული ინდუსტრიისთვის.
სანქციების ფარგლებში:
შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში.
შეფეხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებლის ზრდა.
შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში.
სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს. გაიყინება მათი ანგარიშები აშშ-ში.
სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს.
სანქციები ასევე შეეხება რუსულ სამთავრობო კომპანიებს.