საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია დაუშვას რუსეთის შეჭრა უკრაინაში გადაიზარდოს „გაყინულ ომში“, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ 19 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
სიტყვით გამოსვლისას დუდამ მოუწოდა “მამაც” ლიდერებს, დაუპირისპირდნენ რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის “იმპერიულ პოლიტიკას”.
მან დასძინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია “უზარმაზარი გლობალური პრობლემები” და გამოწვევას უქმნის საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს.