ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში ზღვით შემობრძანდება სინტერკლასი. თავის ერთგულ მსახურ „შავ პიტთან“ ერთად. ჰოლანდიაში საახალწლოდ საუკეთესო საჩუქრად მიიჩნევა ლამაზი და ორიგინალური საახალწლო ღია ბარათები, დეკორისთვის განკუთვნილი ნვითები, წიგნები, საახალწლო კანფეტები.
ნორვეგიაში მთავარი თოვლის ბაბუა ვერაფერს გახდება გნომების – იულენსანის და ნისეს გარეშე. ისინი შედიან ყველა ოჯახში და იციან, რა სურთ პატარებს. კარგი საჩუქრებია ლამაზად შეფუთული კანფეტები. გნომებს კი ფაფა და ლუდი უნდა დაახვედრო.
ფინეთი – პატარებს ამ ქვეყანაში საჩუქრებს იოულუპუკები ურიგებენ. ისინი თხებზე ამხედრებული კეთილი გნომები არიან და ტანზეც თხის ტყავი მოსავთ. ურჩი ბავშვების შესაშინებლად როზგებიც აქვთ, წესიერ, დამჯერ პატარებს კი ტკბილეულს ურიგებენ.
ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში დღემდე შეუცვლელია წითლებში გამოწყობილი სანტა კლაუსი, ისევე, როგორც „კოკა-კოლა“. ტრადიციული საახალწლო საჩუქრებია საახალწლო სუვენირები. ინგლისში საუკეთესო საჩუქრის მოსაპოვებლად ოჯახში კონკურსიც კი იმართება.
საფრანგეთი და კეთილი პიერ ნოელი. მისი ძმა პიერ ფუეტარია. ჰყავს ბაბუაც როზგებით, რომელიც ურჩებს სჯის. ყურადღებით აკვირდება, როგორ იქცევიან ბავშვები მთელი წლის განმავლობაში. საახალწლო საჩუქრებად საფრანგეთში საუკეთესოა სუვენირები, ძირითადად, პრაქტიკული დანიშნულების; საახალწლო წარმოდგენების ბილეთები და ასევე ევროები.
იტალიელი თოვლის ბაბუა მდედრობითი სქესის არის და მას ბეფანა ჰქვია. პატარა, ბუთქუნა ცხვირით და დახეული წინდებით. მისი ტრანსპორტი ცოცხია. იტალიაში საახალწლო საჩუქარი აუცილებლად წითელი ფერის უნდა იყოს. წითელი იტალიაში განახლების სიმბოლოა. ცდილობენ, შოკოლადიც კი წითელ ქაღალდში შეფუთონ.
შვეიცარიელ თოვლის ბაბუას ბაბუა ტომტე ჰქვია. გირჩის ცხვირი აქვს და დამხმარედ გნომი იუპნისაარი ჰყავს. ასევე, ეხმარება თოვლის კაცი დასტი და მხიარული თაგუნიები. საუკეთესო საჩუქარია ხის ფერებად შეღებილი ცხენი.
[sexy_author_bio]