მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი დასახელდა. ფინეთი მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში ზედიზედ მეოთხე წელია ლიდერობს.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში ისლანდია, დანია, შვეიცარია, ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ახალი ზელანდია და ავსტრია მოხვდნენ.
საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 73-ე ადგილზეა, წინა რეიტინგთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 8 პუნქტით გაუმჯობესდა.
რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფცია, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური სისტემების მუშაობის ხარისხი, თავისუფლების ხარისხი და სხვა.
[sexy_author_bio]