110 წლის ეკვადორელი ხულიო სეზარ მორა და მისი ცოლი, 104 წლის ვალდამინა კინტეროსი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილად აღიარეს.
წყვილმა ერთმანეთი 1934 წელს გაიცნო და 6 წლის შემდეგ ფარულად იქორწინეს, რადგან მშობლები კატეგორიულად წინააღმდეგები იყვნენ.
რეკორდსმენ წყვილს 5 შვილი, 11 შვილიშვილი, 21 შვილთაშვილი და 9 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
ავტორი