იტალიურმა იახტამ „SPECTRE“ რომლის სიგრძე 69 მეტრია, 500-იდან 1999 ტონამდე წყალწვის ძრავიან იახტებს შორის გაიმარჯვა.
გიგანტურმა იახტამ, რომლის თითოეული დეტალი იტალიურია – ჯორჯო კასეტას და წამყვანი გემთმშენის, „Benetti“-ს დიზაინერების მიერ არის დამუშავებული და შექმნილი, „World Syperyacht Awards“-ის ჟიურის საერთაშორისო გუნდი მოხიბლა.
„Benetti Spectre“ არა მარტო სილამაზით გამოირჩევა, არამედ აღჭურვილია მძლავრი ძრავით და მართვის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემით. იახტის კრეისერული სიჩქარეც შთამბეჭდავია – 12 კვანძი და შეუძლია 6500 მილის გავლა (12 000 კმ-ზე მეტი) საწვავის შევსების გარეშე.
თავისი შთამბეჭდავი გაბარიტების მიუხედავად იტალიურ იახტას შედარებით მცირე წყალშიგი (გემის კორპუსის ჩასვლა წყალში) აქვს – 3,2 მ, ამიტომ თავისუფლად შეუძლია მეჩხერწყლიან ზონებში შესვლაც.
ავტორი